მთავარისიახლეებიმსოფლიოჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან მას თავად ვქმნით - ზელენსკის საშობაო მიმართვა

ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან მას თავად ვქმნით – ზელენსკის საშობაო მიმართვა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვა ჩაწერა და მათ მიმართა, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს:

შენიშვნა: “ჯემნიუსის” თარგმანი:

“დღეს და ზამთრის მომავალ არდადეგებს რთულ ვითარებაში ვხვდებით – ვიღაცები დღეს ცაში პირველ ვარსკვლავს დაინახავენ ბახმუტის, რუბიჟნოესა და კრემენაიას თავზე.

ვიღაცები მას საკუთარი სახლების ტყვიებით დახვრეტილი სახურავებიდან დაინახავენ. ვიღაცები დღესასწაულს სხვის სახლებში შეხვდებიან, თუმცა არა უცხო ხალხში – უკრაინელების სახლში, რომელთაც უკრაინელებს თავშესაფარი მისცეს.

ვიღაცები “შჩედრიკს” სხვა ენაზე მოისმენენ – ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოში და სხვა მრავალ ქალაქსა თუ ქვეყანაში.

ვიღაცები კი ამ შობას ტყვეობაში შეხვდებიან. თუმცა, დაე მათ ახსოვდეთ, რომ ჩვენ მოვდივართ და ყველა უკრაინელს დავუბრუნებთ თავისუფლებას.

სადაც არ უნდა ვიყოთ, დღეს ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთად შევხედავთ საღამოს ცას, და ერთად გავიხსენებთ 24 თებერვლის დილას.

გავიხსენებთ, რამდენი გავიარეთ. გავიხსენებთ აზოვსტალს, ირპენს, ბუჩას, კრამატორსკს, ზმეინს, ჩერნობავკას, იზიუმს, ხერსონს.

ჩვენ ჩავიფიქრებთ სურვილს – ერთს ყველასთვის. და შევიგრძნობთ სიხარულს – ერთს ყველასთვის. და შევიცნობთ ჭეშმარიტებას – ერთს ყველასთვის. ვერც ერთ კამიკაძე დრონს ვერ შეუძლია შობის განთიადის ჩაქრობა – ჩვენ მის ნათებას მიწის ქვეშ, თავშესაფრებშიც დავინახავთ. და არასდროს ვიგრძნობთ სიმამაცისა და დაუმარცხებლობის დეფიციტს.

ჩვენ ბევრი მტკივნეული ამბავი გადავიტანეთ და დამსახურებულად შევხვდებით სასიხარულო ამბავს: ვიმღერებთ სიმღერებს – მხიარულად, როგორც არასდროს, ისე, რომ გადავფაროთ გენერატორების ხმა. მოვისმენთ ნათესავების ხმას და მოლოცვას – სულში, თუნდაც ინტერნეტთან კავშირი გაგვიწყვიტონ.

და ჩვენ უკუნით სიბნელეშიც კი ვიპოვით ერთმანეთს, რომ ძლიერად ჩავეხუტოთ. და თუ არ იქნება სითბო, ერთმანეთს გასათბობად დიდი ხნით ჩავეხუტებით.

ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან მას თავად ვქმნით.”, – ამბობს ზელენსკი საშობაო მიმართვაში. 

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...