ზელენსკის განცხადებას ფასი არ აქვს, სანდუმ მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს – კობახიძე

0
199

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათთვის არც ზელენსკის და არც მაია სანდუს განცხადებებს ფასი არ აქვს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მათ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა სთხოვეს:

“თვითონ სანდუს ჰყავს, რომელი ნომერია არ ვიცი, მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი თუ არ ვცდები, პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ ქალბატონ სანდუს.

რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, სანდუმ უნდა მიხედოს თავის მეექვსე პრეზიდენტ პატიმარს” ამბობს კობახიძე.

წინა სტატიამოსკოვის არანორმალური რეაქცია ზელენსკის ვიზიტზე აშშ-ში – სოლოვიომა ზედმეტი დალია
შემდეგი სტატიადიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური