მთავარისიახლეებიეკონომიკაოთარ დანელია PABSEC-ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე წარადგინეს

ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე წარადგინეს

Published on

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე წარადგინეს. ეს გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
 
კენჭისყრა 29-30 ნოემბერს PABSEC-ის ყოველწლიურ, რიგით 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება. მონაწილეობას ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
 
უკრაინაში, ქ. კიევში მიმდინარე პლენარული სესიის ფარგლებში PABSEC-ის საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები გაიმართა.
 
დელეგაციის ხელმძღვანელის, ოთარ დანელიას განცხადებით, მუდმივმოქმედი კომიტეტის განხილვის ძირითად თემას ასამბლეის 25-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები წარმოადგენდა. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტი და ბიზნეს ფორუმი.
 
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი ხელმძღვანელობდა.

სიახლეები

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...

უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები – ურსულა ფონ დერ ლაიენი

"წუხელ რუსეთის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განურჩევლად შეუტია მშვიდობიან მოსახლეობას საჰაერო იერიშებით - დედაქალაქს 400-ზე...

ტრამპი ზელენსკის შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ანკარაში მიმდინარე კვირას ნატოს...

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ...