თუ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად არ ჩართავენ, პროცესი მაინც ჩატარდება, უკვე დრო აღარ გვაქვს – ხაჭაპურიძე

0
195

ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე, ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე. ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად ამჯერადაც არ ჩართავენ პროცესი მაინც ჩატარდება.

“იმედია ჩართავენ დისტანციურად, ვნახოთ, თუ არ ჩართავენ, პროცესი მაინც ჩატარდება, ჩვენ უკვე დრო აღარ გვაქვს. გვაქვს მყარი დასკვნა ამერიკელი ტოქსიკოლოგის მიერ, სადაც საუბარია, რომ ამ ადამიანის სხეულში აღმოჩენილ იქნა მძიმე დეტალები, ასევე გვაქვს სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. ამ ფონზე ვითხოვთ ისეთი ექსპერტიზის ჩატარებას, რომელიც იქნება მიუკერძოებელი, არ ვიცი ეს საზღვარგარეთ იქნება, საქართველოში, თუ რა იქნება, მაგრამ ასეთ თამაშობებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას”, – თქვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, წინა სასამართლო სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურამა თქვა, რომ “ვივა მედში” შესაბამისი ტექნიკა არ ჰქონდათ, რომ მიხეილ საკააშვილი სხდომაზე დისტანციურად ჩაერთოთ. იმავე კვირაში პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.

წინა სტატიავოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ში ჩავა და ჯო ბაიდენს შეხვდება – მედია
შემდეგი სტატიამთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად – პრაისი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური