სააკაშვილის გამოგზავნა სპეცოპერაცია იყო, ავტორებმა უზრუნველყვეს ზელენსკის განცხადებაც – მდინარაძე

0
197

“ქართული ოცნების” წევრი, მამუკა მდინარაძე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ “სპეცოპერაციის ავტორებმა” შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაც კი.

მდინარაძე ისევ იმეორებს, რომ “სპეცოპერაციის” მიზანი საქართველოს ომში ჩართვა იყო.

მდინარაძემ კონკრეტულად არ უპასუხა ვინ იყვნენ ამ “სპეცოპერაციის” ავტორები. მისი თქმით, კულისებში ბევრმა კარად იცის ამბები, მაგრამ დიდ უხერხულობას შექმნის ამის გარეთ გამოტანა.

“ჩვენ წინა პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს არის, ეს იყო მისი ჩამოყვანა, სააკაშვილის გამოგზავნა კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, იყო სპეცოპერაცია და დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით ხომ არ ვამბობთ, ხომ ფაქტებს ვიშველიებთ, მათ შორის შემთხვევითი არ არის ამ განცხადებასთან თანხვედრაში, ლოგიკურად შეგვიძლია განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების განცხადება, რომ ომის ხალხი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში დღეს, აი მიხეილ სააკაშვილი ამას გააკეთებდაო, დიახ, მათ აქვთ ეს მოლოდინი”, – თქვა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დღეს ყველა განცხადებას “ჩავარდნილი სპეცოპერაციის” კონტექსტში განიხილავენ.

წინა სტატიათუ კადრები დროულად არ გამოდმოგვეცემა, პროკურატურას მივმართავთ – სააკაშვილის ადვოკატი
შემდეგი სტატიაგიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური