ამაზრზენი და წარმოუდგენელია, რაც ვნახეთ პირდაპირ ეთერში – მელია კირთაძეზე თავდასხმაზე

0
199

ენმ-ს თავმჯდომარე ბათუმში, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ფეისბუქით ეხმაურება და მომხდარს პროვოკაციად აფასებს:

“მორიგი პროვოკაცია
ბათუმში
სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია, რაც ვნახეთ პირდაპირ ეთერში – გიორგი კირთაძის ჩართვისას.
გიორგი კირთაძე არის ახალი ტიპის ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ბათუმში დაამარცხა „ქართული ოცნება“. გიორგი სარგებლობს დიდი მხარდაჭერით და საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს, ობიექტურად მის მიმართ ვერავის ექნება ვერანაირი წყენა ან შუღლი.
ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს, მაშინ როდესაც რატი ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას გვიკითხავს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან.
სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო და სწორედ ეს არის სასწრაფოდ დასასრულებელი!” წერს მელია.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. უცნობმა კაცმა მას კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავდამსხმელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.

თავდამსხმელი, სავარაუდოდ, პუტინისტური “ალტ ინფოს” წევრია, რადგან ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, მათი ოფისი მდებარეობს.

წინა სტატიაპირდაპირ ეთერში ჩართვისას, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაპუტინი მინსკში ჩავიდა – გასაიდუმლოების მიზნით, ჰაერში ერთდროულად სამი სამთავრობო თვითმფრინავი იმყოფებოდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური