გამოვიყენებ ყველა ხერხს, რომ გადავარჩინო მიშა – დავით სააკაშვილი საფრანგეთის საელჩოს მიმართავს

0
205

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ და მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა საფრანგეთის საელჩოს განცხადებით მიმართეს. ისინი დიპლომატიურ კორპუსს სთხოვენ, ყველა ბერკეტი გამოიყენონ და აქტიურად ჩაერთონ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის პროცესში.

მათ დღეს საელჩოში საფრანგეთის პრეზიდენტის სახელზე წერილიც დატოვეს.

“გამოვიყენებ ყველა ხერხს და საშუალებას, რომ რეალურად გადავარჩინო მიშა. დღევანდელი დღეც გაგრძელებაა ამისი, მე მივმართე საფრანგეთის ელჩს, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ საფრანგეთის მოქალაქე, სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ფრანგი, შესაბამისად, ვის ვის და ბატონ მაკრონს გააჩნია ბერკეტი, რომ ზემოქმედება მოახდინოს მათზე”, – თქვა დავით სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტს წერილით მიმართა თავად მიხეილ სააკაშვილმა. მესამე პრეზიდენტი წერდა, რომ პუტინი მას ერთ-ერთ მთავარ მტრად აღიქვამს და მას საჯაროდ დაჰპირდა მოკვლას.

წინა სტატიაპირველი თვითონ იყო, ვინც ეჭვი მიიტანა, რომ ნამდვილად მოწამვლაა – გიული ალასანია
შემდეგი სტატიაპირდაპირ ეთერში ჩართვისას, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური