სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგედიის გამო, გლოვაა ბათუმში. დღეს, შემთხვევის ადგილას საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები მივიდნენ. მათ ტრაგედიის ადგილას ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს.დღეს დილიდან სასტურო "ლეოგრანდთან" მიდიან მოქალაქეებიც და ტრაგედიის ადგილას ყვავილები მიაქვთ, ასევე ანთებენ სანთლებს. სასტუმროსთან მიდიან სკოლის მოსწავლეებიც. დროშები დაშვებულია სასტურო "ლეოგრანდთანაც."დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.აჭარის მთავრობა სასტუმრო "ლეოგრანდში" დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის მიზნით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა.
სასტუმრო “ლეოგრანდთან” სანდრა რულოვსმა ყვავილები მიიტანა
სიახლეები
სიახლეები
ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა
ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...
სიახლეები
ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა
სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...
სიახლეები
კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს
სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...
სიახლეები
თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე
იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...