მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში გლოვის დღეა. დაშვებული დროშები სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სანთლები და ყვავილები ,,ლეოგრანდთან''

საქართველოში გლოვის დღეა. დაშვებული დროშები სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სანთლები და ყვავილები ,,ლეოგრანდთან”

Published on

27 ნოემბერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
 
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა. დროშები დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის შენობებზე, შსს-ს ყველა შენობაზე, თბილისის საკრებულოს, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებზე. 
 
 "ლეოგრანდის" შენობასთან ხალხის ნაკადი არ წყდება. ბათუმელებს და ჩასულ სტუმრებს სასტუმროსთან სანთლები და ყვავილები მიაქვთ და დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ. ყვავილები ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიტანეს.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ  განაცხადა, რომ ეს არის დიდი ტრაგედია.
 
„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს ახალგაზრდა ბიჭებს, რომელთა სიცოცხლე შეეწირა ამ ძალიან დიდ ტრაგედიას. მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს, ქალაქელებს. მთელი ქვეყანა გლოვობს. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის,“ – განაცხადა მან.
 აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით,დაზარალებულ ოჯახებს  ფინანსური დახმარება გაეწევა.
 
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ კომენტარი უსაფრთხოების თვალსაზრისით ნორმების გამკაცრებაზეც გააკეთა.
„ყველა განაცხადი, ეს იქნება საპროექტო განაცხადი თუ ნებართვა მშენებლობაზე უკვე ითვალისწინებს, რომ ეს ნორმები შემოწმებული იყოს მაქსიმალურად მკაცრად და ახლა ასეც მიმდინარეობს. რაც შეეხება კიდევ უფრო გამკაცრებას, თუკი ამის საჭიროება იქნება, მთავრობა განიხილავს,“ – აცხადებს ბათუმის მერი 
 

 

 

სიახლეები

ეგზარქოსი შიო ცდილობს, საპატრიარქო ტახტი რუსების დახმარებით მიიტაცოს – გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წერს, რომ საპატრიარქოში შეთქმულებაა და კვირის წირვის ჩატარებაზე მსოფლიო...

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...