მთავარისიახლეებიჩემი შვილი სიკვდილის პირასაა, ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო...

ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა, ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას – გიული ალასანია

Published on

მესამე პრეზიდენტის დედა საზოგადოებას მიმართავს. გიული ალასანიას წერილი მიხეილ სააკაშვილის პფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება და მას უცვლელად გთავაზობთ:

“მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.
ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს”.
ნათქვამია გიული ალასანიას მიმართვაში.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...