მთავარისიახლეებისაზოგადოება"თუ პრეზიდენტი მოგიკვდათ ციხეში, დაივიწყეთ საერთოდ ყველაფერი" - NGO-ები ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

“თუ პრეზიდენტი მოგიკვდათ ციხეში, დაივიწყეთ საერთოდ ყველაფერი” – NGO-ები ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან ევროკავშირის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან მეოთხე დღეა შეხვედრებს მართავენ. ბრიუსელში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაა.

“აქტიურად ვმართავთ შეხვედრებს პრაქტიკულად ყველა უწყებასთან და ასევე პარლამენტარებთან და ვსაუბრობთ ამ 12 პუნქტის შესრულების საკითხზე. ადარდებთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპარლამენტარების ლანძღვა, აუგად მოხსენიება, ასევე, ძალიან დიდი შეშფოთებას გამოთქვამენ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასეთი ფრაზაც კი გაჟღერდა, თუ პრეზიდენტი მოგიკვდათ ციხეში, დაივიწყეთ საერთოდ ყველაფერი”, – თქვა “საფარის” ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მათთვის კარგადაა ცნობილი რას აკეთებს და რას არ აკეთებს ხელისუფლება 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შეხედრებზე ძირითადი აქცენტი კეთდებოდა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე.

სიახლეები

ქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.

ქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი მოითხოვენ პატიმრობაში მყოფი ნანა სანდერისა და ანასტასია...

“რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა” – მაია სანდუ

"რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა" - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს...

თაკო გვილიას სიტყვა “ფარჩაკის” გამო 4000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

სამოქალაქო აქტივისტს, თაკო გვილიას სიტყვა "ფარჩაკის" გამო 4000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგიდიდს...

საგამოძიებო სამსახური – ილია ღუდუშაურმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გუგა თავბერიძის განმარტებით, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა...