მთავარისიახლეებიმსოფლიოცირკიდან გაქცეული ვეფხვი ეიფელის კოშკთან და ქართული რემინისცენცია: ჩვენი პატარა სიმბა

ცირკიდან გაქცეული ვეფხვი ეიფელის კოშკთან და ქართული რემინისცენცია: ჩვენი პატარა სიმბა

Published on

სააგენტო ფრანს პრესის'' ცნობით, გუშინ პარიზის ცირკიდან ვეფხვი გაიქცა. ეს დაახლოებით  ადგილობრივი დროით საღამოს 18:00 საათზე მოხდა და მისი გამოჩენით გამპწვეულიპანიკა რამდენიმე საათს გაგრძელდა. იგი უამრვამა ხალხმა დაინახა პარიზის ქუჩებში 
 
მთელი ამ დროის განმავლობაში ნადირი  სენის სანაპიროზე და ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში დახეტიალობდა. იგი აქვე მდებარე პარკშიც შენიშნა  მოსეირნე ხალხმა, რომელთა შორის ქალები და ბავშვები ჭარბობდნენ.
 
ნადირი ტრამვაის რელსებსაც დაუყვა, თუმცა აგრესია არ გამოუვლენია, იგი დროდადრო  ხან ხიდქვეშ იმალებოდა, ხან პარკის ბუჩქნარებში. 
 
 
ადგილს დაუყოვნებლივ შემოარტყეს ალყა პოლიციელთა რაზმებმა და  გამომდინარე იქიდან, რომ საფრთხე საკმაოდ მაღალი იყო,  ნადირი  მოკლეს. საფრანგეთის მედიაში ვრცელდება ნადირის მოკვდინების სხვა ვერსიაც – დაიწერა, რომ იგი პოლიციელებმა კი არა, ცირკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოკლა. როგორც გაირკვა, ვეფხვი 2 წლისა იყო და 200 კგ-ს იწონიდა.  
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ცირკ Bormann Moreno  -ს  მფლობელი  დაკავებულია.  
 
 
 სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოკლული ნადრის სურათები და გამოითქმის აღშფოთება იმის გამო, რომ ნადირის გაუვნებლობა ასე ბარბაროსულად მოხდა მასინ, როცა ეს შესაძლებელი იყო ტრანკვილიზატორის საშუალებით. 
ამავე დროს ზოოდამცველები მოითხოვენ ახლა მაინც აიკრძალოს გარეული ცხოველების გაწვრთნა საცირკო წარმოდგენებისათვის. 
 
არ შეიძლება აქ არ გაგახსენდეს უწყალოდ მოკლული ჩვენი პატარა სიმბა, რომელიც თბილიში  მოსეირნე სიმპათიური  ბეჰემოთის – ბეგოსგან განსხვავებით, ცრემლიან მოგონებებს აღძრავს. ქუჩაში გასეირნება აზრადაც არ მოსვლია და თავისივე ვოლიერში მოკლეს. აგო ამისთვის პასუხი ვინმემ? 
 
 

სიახლეები

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...