მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ლეო გრანდში'' ხანძარი, ერთ-ერთი ვერსიით, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. კითხვის ნიშნებს ბადებს სახანძრო...

,,ლეო გრანდში” ხანძარი, ერთ-ერთი ვერსიით, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. კითხვის ნიშნებს ბადებს სახანძრო სისტემის გამართულობაც

Published on

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები აქამდე დაუზუსტებელია.ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი და ძლიერი კვამლი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სასტუმროს მენეჯმენტიკი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტშიც.
.აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე აცხადებს, რომ  სამუშაოები  სააგენტოს  კომპეტენციის ფარგლებში დასრულებულია, მაგრამ მხოლოდ  გამოძიების დასრულების შემდეგ გაეცემა პასუხი ყველა კითხვას, მათ შორის იმას, არსებობდა თუ არა სასტუმროში სახანძრო კიბე, რომელიც მსგავს სიტუაციაში ხალხის ევაკუაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა. 
სამაშველო სამსახურის დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე აღნიშნავს, რომ სასტუმროს აქვს სახანძრო კიბე , თუმცა მაშველებმა მისი გამოყენება ძლიერი დაკვამლიანების გამო ვერ შეძლეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ  „ლეოგრანდი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობის გამო რამდენიმე თვის წინ დააჯარიმა, რასაც ადასტურებს ბათუმის ვიცემერი.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, სასტუმრო ნამდვილად იყო ამისთვის და სხვა დარღვევებისთვის დაჯარიმებული, ხოლო რაც შეეხება სხვა მიზეზებს, კერძოდ, რამდენად იყო დაცული  უსაფრთხოების სხვა ნორმები, ექსპერტ-კრიმინალისტები დადგენენ… '' – განაცხადა მან.  . 
 
სასტუმროში ხანძარი გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.  
ხანძარი ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდში” გუშინ დღის ბოლოს გაჩნდა. ხანძრის კერა  მე-4 სართულზეიყო. შენობა 100-ზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს, თუმცა იყვნენ დაკარგულებიც, რომლებსაც ღამის განმავლობაში შენობის სხვადასხვა ნაწილში ეძებდნენ.
ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქეა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ნაწილს შენობიდან გამოსვლა ძლიერი დაკვამლიანების გამო გაუჭირდათ და სხვადასხვა სართულზე ჩარჩნენ.
 
 
 

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...