მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინა აგრესიაზე პასუხისგებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობს

უკრაინა აგრესიაზე პასუხისგებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობს

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უკრაინამ უნდა გააერთიანოს მსოფლიოს უმრავლესობა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის მხარდასაჭერად სპეციალური ტრიბუნალის შესახებ.

მისი თქმით, ამ თემაზე ბრიტანეთის მხარდაჭერის იმედი აქვთ, რომელსაც მსგავსი გამოცდილება მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა.

“აგრესიაზე პასუხისგებისთვის საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გარდა. და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეიქმნას ასეთი ტრიბუნალი.

სწორედ ამ საქმეს მიეძღვნა დღეს უკრაინის პირველი ლედის მიმართვა პარლამენტისა და დიდი ბრიტანეთის ხალხისადმი.

ამჟამად ოლენას ვიზიტი დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. და ყველა უკრაინელი კაცისა და ქალის სახელით, ვინც დაზარალდა რუსული აგრესიით, მან მოუწოდა დიდ ბრიტანეთს გახდეს ლიდერი გლობალურ ძალისხმევაში, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულისთვის და აღადგინოს სამართლიანობა”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა უკვე თანამშრომლობს ბევრ ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა ყველა რუსი მკვლელი დამსახურებულად დაისაჯოს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...