მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციამ საკომისიო განხილვის გარეშე ბიუჯეტში დარჩენილი თანხების განკარგვის საკითხს მხარი...

ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციამ საკომისიო განხილვის გარეშე ბიუჯეტში დარჩენილი თანხების განკარგვის საკითხს მხარი არ დაუჭირა

Published on

გაუქმებული მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტში არსებული რესურსების განკარგვის შესახებ ქალაქის საკრებულომ გადაწყვეტილება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მიიღო.  საკითხს მხარი არ დაუჭირეს საკრებულოს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა. ამ საკითხზე ქალაქის მერსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ანა წითლიძემ თანხის გადანაწილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა, რასაც გოგიას მხრიდან რეპლიკა მოყვა. ოპოზიცია საკომისიო განხილვის გარეშე საკითხის სხდომაზე გატანას აპროტესტებს.დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. მამუკა წოწერიას განცხადებით, საკითხი დეტალურ განხილვას არ საჭიროებდა, გამომდინარე იქედან, რომ ეს ბიუჯეტები ორივე ორგანოს საკრებულოების მიერ იყო მხარდაჭერილი.ხოლო რაც შეეხება დარჩენილ თანხებს,  მამუკა წოწერიას თქმით, ის ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებზე  დაიხარჯება,.ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა მუნიციპალიტეტების გაუქმების პერიოდისთვის  24 მილიონ 594 ლარი იყო, ქალაქის – 31 მილიონ 133 ლარი. აქედან,  სულ გასახარჯი თანხა 14 მილიონ ლარზე მეტია. რაც შეეხება ბიუჯეტის წარდგენის დარღვეულ ვადებს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში  15 ნოემბრამდე უნდა ყოფილიყო წარგდენილი

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...