მთავარისიახლეებიექსკლუზივისენსაციური აღმოჩენა: არქეოლოგებმა ისრაელში VI საუკუნეში აგებული ქართული ტაძრის ნანგრევები...

სენსაციური აღმოჩენა: არქეოლოგებმა ისრაელში VI საუკუნეში აგებული ქართული ტაძრის ნანგრევები და მოზაიკური იატაკი აღმოაჩინეს

Published on

 ისრაელში, თელ აშდოდში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში აგებული ქართული ტაძრის ნანგრევები და მოზაიკური იატაკი აღმოაჩინეს.
 
გათხრებს აწარმოებს თელ – ავივის უნივერსიტეტის დოქტორის ალექსანდრე ფანტალკინისა ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორის  ანჟელიკ ბერლიონგის ხელმძღვანელობით მოქმედი რთობლივი  არქეოლოგების ჯგუფი. 
 
 
 ნაპოვნის უნიკალობა იმაშია, რომ იატაკის ბერძნული წარწერის თანახმად ტაძარი აგებულია ქართველი ქრისტიანების მიერ , რასაც მოწმობს წარწერაში გამოყენებული წელთაღრიცხვის  განსაკუთრებული სისტემა, რომელსაც ძველ საქართველოში ხმარობდნენ.
 
ერთ-ერთ წარწერაში ტაძრის დამფუძნებლად  იხსენიება ქართველი ეპისკოპოსი პროკოფი და ამასთან  დატანებულია ტაძრის აღსენების თარიღი: ,,292 წლის მესამე ინდიქცია’’, რაც შეესაბამება 539 წელს იმდროინდელ საქართველოში მიღებული წელთარღიცხვით. 
 
 
დიქტორი ფატალკინი NEWSru.co.il – ის კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ თავად საქართველოში წელთაღრიცხვის ამ სისტემის გამოყენება ძველ წარწერებში ფიქსირდება  მხოლოდ IX საუკუნიდან, ხოლო ხმელთაშუაზღვის ისრაელის სანაპიროზე აღმოჩენილი ეს დოკუმენტი მოწმობს, რომ ამ სისტემას ქართველები მანამდე გაცილებით ადრეც – VI საუკუნეში იყენებდნენ. აღმოჩენის სენსაციურობა სწორედ ამაში მდგომარეობს. 
 
 
არქეოლოგების განცხადებით,  ნაპოვნი მოზაიკა ამშვენებდა ტაძარს, რომელიც პეტრე იბერის მიმდევრებმა ააგეს. 
,,პეტრე იბერი  ქალაქ მაიუამის ( ღაზას სექტორი) ეპისკოპოსი და ბეთლემში პირველი ქართული მონასტრის დამაარსებელი იყო, იგი  სიცოცხლის ბოლო წლებში აშდოდის რაიონში მოღვაწეობდა და 491 წელს, ივნაში გარდაიცვალა 80 წლის ასაკში  – ამბობს დოქტირი ფატალკინი და დასძენს, რომ ძველი ქართული ტაძრებისა და მონასტრების კვალი იერუსალიმის რაიონში ფართოდ არის ცნობილი, მაგრამ მათი არსებობა ხმელთაშუაზღვის ისრაელის სანაპიროზე აქამდე არ დადასტურებულა. 
 
გათხრები თელ აშდოდ – იამის რაიონში  2013 წელს დაიწყო. ამავე წლის აგვისტოში გავრცელდა ცნობა, რომ აკროპოლისში აღმოჩენილ იქნა ფილისტიმიელების მიერ   VIII-VII საუკუნეებში აგებული   აშდოდის პორტის  კვალი. ამ თემას იმ დროიდან განვლილი ოთხი წლის მანძილზე არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა ისრაელის სამეცნიერო და პოლიტიკურ – საზოგადოებრივ მედიაში. 
 
გადაწყვეტილება არქეოლოგიური დაზვერვის არეალის  გაფართოების შესახებ და მისი გადატანა ქალაქის ქვედა ნაწილში, ფატალკინის თქმით, მიღებულ იქნა 2017 წელს. 
 
 
,,ვვარაუდობდით, რომ აქ შეიძლება აღმოგვეჩინა ბიზანტიურ – რომაული ხანის პერიოდის ნაშთები, კერძოდ საპორტო ქალაქ აზოტოს პარალიოსის ნანგრევები. ეს ტერიტორია დაფარულია სილის სქელი ფენით, მაგრამ იყო ცნობები, რომ 30 წლის წინათ, როცა აქ თანამედროვე ვილების მშენებლობა დააპირეს, სილის საფარქვეშ გამოჩნდა ძველი მოზაიკის ფრაგმენტები, რის გამოც მშენებლობა ამ უბანზე შეწყდა . სწორედ ამ ადგილების გათხრისას აღმოვაჩინეთ ძველი ქართული ტაძრის მოზაიკური იატაკი.’’ – ამბობს მეცნიერი
.
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ გათხრები თელ აშდოდ- იამის რაიონში კიდევ არაერთ უნიკალურ აღმოჩენას გვპირდება.  
 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...