მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს დაკავებული 14 პირიდან სასამართლომ 3 პატიმრობაში გაუშვა, 1 დარბაზიდან გაათავისუფლა

დღეს დაკავებული 14 პირიდან სასამართლომ 3 პატიმრობაში გაუშვა, 1 დარბაზიდან გაათავისუფლა

Published on

დღეს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული 14 პირიდან სასამართლომ 3 პატიმრობაში გაუშვა, 1 დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლომ აქტივისტ ლარა ნაჭყებიას, 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე “სახის დაფარვის” გამო 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამასთანავე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ პატიმრობაში ასევე გაუშვა ნინო სვანიძე 5 დღით, ხოლო საბა ხომერიკი 8 დღით.

სასამართლო დარბაზიდან თორნიკე თხილავას, ლაშა ჩხარტიშვილისა და მანუჩარ მაჭავარიანის შემდეგ ასევე გაათავისუფლეს გელა გამყრელიძე.

14 ადამიანი “ოცნების” პოლიციამ დღეს გზის გადაკეტვისა და “სახის დამალვის” გამო დააკავა.

მოსამართლემ ლევან მარგიანს გზის “ხელოვნურად გადაკეტვის”, ხოლო გიორგი ყიასაშვილს პიბადის ტარების გამო 6-დღიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

დაკავებულთა შორის ფორმულას ჟურნალისტი, ვახო სანაიაა, რომლის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...