მთავარისიახლეებისაზოგადოებამერაბიშვილის სათავეში ყოფნის პირობებში, ენმ "ოცნების" რეჟიმს ვერასდროს დაამარცხებს - ბაჩო დოლიძე

მერაბიშვილის სათავეში ყოფნის პირობებში, ენმ “ოცნების” რეჟიმს ვერასდროს დაამარცხებს – ბაჩო დოლიძე

Published on

ნიკა მელიას თანამოაზრე ბაჩო დოლიძე მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ენმ-ს არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში პარტია დაშლის პირას მივა. დოლიძის თქმით, რაკიღა ხაბეიშვილის უკან ვანო მერაბიშვილი დგას, აღნიშნული პარტიისთვის გამარჯვება ვერ იქნება. მისი თქმით, თუ სათავეში მერაბიშვილი იქნება, ენმ “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას ვერასდროს შეძლებს.

იმ შემთხვევაში, თუ ვანო მერაბიშვილი წინა პოზიციაზე იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ,არ მგონია, ამ პარტიამ შეძლოს იმ რეჟიმის დამარცხება, რომელიც დღეს არის საქართველოში. მუდმივად ოპოზიციაში ყოფნა არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანაა ხელისუფლების ცვლილება. ცვლილება და არა ჩანაცვლება. მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც მუდმივად სურს ოპოზიციაში ყოფნა და არის რაღაცა კონფიგურაციები, რომელიც ამის საშუალებას და საფუძველს გვაძლევს. მთავარი ამოცანა ჩვენთვის არის შემდეგი, რომ პარტიამ შეძლოს აღნიშნული რეჟიმის შეცვლა, – თქვა დოლიძემ.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...