მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეწყალების თხოვნით არ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილის - შალვა ხაჭაპურიძე

შეწყალების თხოვნით არ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილის – შალვა ხაჭაპურიძე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები გეგმავენ, რომ პრეზიდენტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია და დასკვნები პირადად გააცნონ. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ არ აპირებენ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების თხოვნით მიმართონ.

“ჩვენ შეწყალების თხოვნით არ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილის, უბრალოდ ვაცნობებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ჩავაყენებთ საქმის კურსში. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ეგ პოზიცია გვაქვს და შემდეგში ვნახოთ რას იზამს სასამართლო”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისივე შეფასებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა საკმაოდ ხმაურიანი იქნება, რაზეც სალომე ზურაბიშვილს სათანადო რეაგირება უნდა ჰქონდეს.

“ეს საკმაოდ ხმაურიანი დასკვნა იქნება, საკმაოდ ხმაურიანი პროცესი და ვნახოთ, ექნება თუ არა სალომე ზურაბიშვილს სათანადო რეაგირება. ფაქტია, გუშინ გამოჩნდა, რომ მისი პოზიციები გარკვეულწილად შეცვლილია”, – განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები უახლოეს დღეებში ელოდებიან ამერიკელი სპეციალისტების ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებს, სადაც უნდა ეწერს, თუ როგორ მოხვდა მძიმე მეტალები სააკაშვილის ორგანიზმში.

პაციენტს ასევე უნდა ჩაუტარდეს კვლევა სამხარაულის ექსპერტიზა, თუმცა, ხაჭაპურიძის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ჩატარებას მხოლოდ მაშინ დათანხმდება თუ მასში „ვივა მედის“ სამედიცინო ჯგუფიც ჩაერთვება.

მესამე პრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია შალვა ხაჭაპურიძემ გაავრცელა. ამის საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს მიმართა და სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება დაავალა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...