მთავარისიახლეებისაზოგადოებაარავის სურს არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არცერთი პატიმრის სიკვდილი - კალაძე

არავის სურს არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არცერთი პატიმრის სიკვდილი – კალაძე

Published on

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს ეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილზეა დამოკიდებული.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “არავის სურს არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არცერთი პატიმრის სიკვდილი”.

“ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც მიუძღვის ბრალი და აქვს ჩადენილი დანაშაული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია არის, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და როცა ხარ პოლიტიკაში, ხარ პოლიტიკოსი და მით უმეტეს ქვეყნის პირველი პირი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს. არავის სურს არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არცერთი პატიმრის სიკვდილი. ჯანმრთელობის უსაფრთხოება, როგორც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ყველა პატიმრის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, მას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების უფლება ჯერჯერობით არ აქვს, რადგან საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოტანილი არ არის, თუმცა იქვე აღნიშნა თავის პოზიციაც და თქვა, რომ მისი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ქვეყანაში დამატებით პოლარიზაციას გამოიწვევს.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...