მთავარისიახლეები"არის ძალიან მძიმე დიაგნოზები, რომელიც გათავისუფლების საფუძველია" - "ემპათიას" დასკვნა მზად არის

“არის ძალიან მძიმე დიაგნოზები, რომელიც გათავისუფლების საფუძველია” – “ემპათიას” დასკვნა მზად არის

Published on

6 თვიანი მუშაობის შემდეგ, ცენტრ “ემპათიას” დასკვნა მზად არის. დოკუმენტი ვრცელია და დეტალურად ასახავს მესამე პრეზიდენტის დამძიმებულ მდგომარეობას კლინიკა ვივა მედში შეყვანიდან დღემდე.

მარიამ ჯიშკარიანი ამჟამად საქართველოში არაა და უცნობია, როდის გასაჯაროვდება დოკუმენტი.

დიაგნოზი საკმაოდ მძიმეა. მესამე პრეზიდენტს რამდენიმე რთული დაავადება აქვს. დასკვნაზე 17 ექსპერტი მუშაობდა. პროცესში ჩართული იყვნენ უცხოელი ექიმებიც. ცნობილია, რომ დასკვნა 180 გვერდიანია.

“დამთავრდა ჩვენი მხრიდან დასკვნაზე მუშაობა, ახლა ითარგმნება დასკვნა და გადაეცემა ჩვენს უცხოელ ექსპერტებს. მათი მოსაზრებები ჩვენთვის ცნობილია და ინტეგრირებულია დასკვნაში. არანაირი განსხვავებული აზრი ექსპერტთა კომისიაში არ წარმოქმნილა. ამ ბევრი დიაგნოზიდან არის დიაგნოზები, რომელიც არის ძალიან მძიმე და არის გათავისუფლების საფუძველი. ჩვენი რეკომენდაციით, საჭიროებს სწრაფად გაყვანას როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო თვალსაზრისით” ამბობს ჯიშკარიანი.

ამ დასკვნის საფუძველზე უფლებადამცველები სასამართლოს მიმართავენ. ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საფუძველი გახდება.

მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობა კი ექიმებს პროტესტის მიზეზი ხდება. მედიკოსები ქუცაში გადიან და მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. ამბობენ რომ დრო აღარ ითმენს, და შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. ექიმები მოუწოდებენ ყველას, შეუერთდნენ აქციას, რომელიც კვირას, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება და გადაარჩინონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...