მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიუჯეტის საკრებულოში წარდგენის ვადების დაუცველობის გამო მუნიციპალიტეტები უნებლიე კანონდამრრვევები აღმოჩნდებიან- ექსპერტი

ბიუჯეტის საკრებულოში წარდგენის ვადების დაუცველობის გამო მუნიციპალიტეტები უნებლიე კანონდამრრვევები აღმოჩნდებიან- ექსპერტი

Published on

„თვითმმართველობის არჩევნების შეფასება და რეალობა“- .როგორია პარტიების პოლიტიკური იდეალების სივრცე და პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობა საზოგადოებაში. რამ გამოიწვია ოპოზიციის კრიზისი და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლადარჩეული ადგილობრივი ხელისუფლება, ამ საკითხებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. ექსპერტი თვითმმართველობის  საკითხებში ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ექნება არის მწირი ბიუჯეტი, რაც შესაძლოა გახდეს იმის მიზეზი, რომ ქალაქისა და სოფლის ინტერესების გათვალისწინება მაქსიმალურად შეუძლებელი გახდეს.რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, მელაშვილის თქმით, ადგილი ქონდა დარღვევებს და დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მასიური შემთხვევები. შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ „ევროპული საქარველოს“ წევრები იმყოფებოდნენ. ოპოზიციური პარტიის დეპუტატების თქმით, პარტიებს არათანაბარ პირობებში უწევდათ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, შედეგი კი მათი თქმით, სახეზეა- ხელისუფლების ინტერესებში არ შედის თვითთმართველობის გაძლიერება.ექსპერტმა დღეს ასევე ისაუბრა ბიუჯეტის საკრებულოში წარდგენის ვადების დაუცველობაზე, რის გამოც მელაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტები უნებლიე კანონდამრღვევები აღმოჩნდებიან. ბიუჯეტის წარდგენის ვადის გადაცილებას უმრავლესობის წევრი ირაკლი ლაგვილავა სიტუაციიდან გამომდინარედ ხსნის, თუმცა საკრებულოს დეპუტატის თქმით, ეს მოსახლეობის ინტერესებზე ნეგატიურად არ აისახება.ექსპერტმა დღეს ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ განსხვავებით სხვა მუნიციპალიტეტებისგან ზუგდიდში თემს და ქალაქს ერთობლივად არ უმუშავიათ ბიუჯეტზე, რაც მისი აზრით პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...