მთავარისიახლეებიდედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა

დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა

Published on

დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა – მონაცემებს გაერო აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 11 წლის განმავლობაში პლანეტაზე ადამიანთა რიცხვი 1 მილიარდით გაიზარდა.

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მოდის ჩინეთსა და ინდოეთზე.

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 17,9% (1,43 მილიარდი ადამიანი) ცხოვრობს ჩინეთში, ხოლო 17,8% (1,42 მილიარდი) ინდოეთში.

გაეროს შეფასებით, 2037 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს, 2058 წლისთვის კი 10 მილიარდს.

ცნობისთვის, 1960 წელს, გაეროს მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობა 3 მილიარდი ადამიანი იყო, 2011 წლისთვის ეს რიცხვი 7 მილიარდ ადამიანამდე გაიზარდა. მსოფლიოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აზიასა და აფრიკაში ცხოვრობს.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...