მთავარისიახლეებისაზოგადოება,, კასრების საქმის'' ორგანიზატორი ქვეყნიდან ხელისუფლებამ გააპარა

,, კასრების საქმის” ორგანიზატორი ქვეყნიდან ხელისუფლებამ გააპარა

Published on

"სამეგრელოს კასრების საქმეში ერთ-ერთი ორგანიზატორი კოხტა კოდუა ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააპარა." – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გადაცემა რუსთავი 2 -ის გადაცემა  არჩევანში გაკეთა.  იგი  ამბობს, რომ მან პირადად მიაწოდა კოხტა კოდუას კოორდინატები ახალი ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებს, თუმცა წამებაში მონაწილე პირი მთავრობამ ქვეყნიდან გააპარა.

„კოხტა კოდუა საქართვლოში იმყოფებოდა 2013 წელს. ჟურნალისტური გამოძიების დროს როდესაც სამეგრელოში ვიმყოფებოდი პირადად ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ კოხტა კოდუა სამეგრელოში აკეთებდა თავისი თანამზრახველების მობილიზაციას. საუბარი იყო ადამიანთა პირადი ცხოვრების, მათ შორის ოცნების დეპუტატების და მინისტრების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებაზე. მე გადავეცი, ამ პირის საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონი მაშინდელ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებს, მაგრამ კოხტა კოდუა საქართველოდან გააპარეს და სამეგრელოს კასრების ერთ-ერთ ორგანიზატორს მისცეს საშუალება ქვეყნიდან გაპარვის. ვსვამ კითხვას, რა დამოკიდებულებაა ეს ადამიანების წამებაში მონაწილე პირების მიმართ?“ – აცხადებს ელისო კილაძე.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...