მთავარისიახლეებიმსოფლიომილიარდერი ქერიმოვის დაკავება ნიცაში. საუბარია საგადასახადო მაქინაციებსა და ფულის გათეთრებაზე.

მილიარდერი ქერიმოვის დაკავება ნიცაში. საუბარია საგადასახადო მაქინაციებსა და ფულის გათეთრებაზე.

Published on

ნიცაში 20 ნოემბრის საღამოს დააკავეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი და მილიარდერი სულეიმან ქერიმოვი დააკავეს.ამჟამად იგი  პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.  სენატორის დაკავების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა სააგენტო Reuters საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ქერიმოვი საგადასახადო მაქინაციებისა და ფულის გათეთრების  საქმეზე დააკავეს.
 
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით,  ბიზნესმენი საფრანგეთში პირად საქმეებზე იმყოფებოდა და არა საქმიანი ვიზიტით, მას როგორც პარლამენტის ზედა პალატის წევრს, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დევნისგან იმუნიტეტი იცავს. მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, საფრანგეთის პოლიციამ მას პრეტენზიად  საბუთებში არსებული დარღვევებიც წაუყენეს.
 
იურისტი იანის იუქშა თვლის, რომ საქმე გვაქვს ბიზნესმენის დისკრედიტაციის მორიგ მცდელობასთან, რადგან ქერიმოვის  მიმართ ფულის გათეთრებასა და გადასახადებისთვის  თავი არიდებასთან დაკავშირებული პრეტეზიები აქამდე არცერთხელ წაუყენებიათ ადრეც, მაგრამ არცერთი არ დადასტურებულა.
 
ეს უფრო   პროვოკაციული და საჩვენებელი ხასათის დაკავებაა, ამით გაფრთხილების ზარი  ჩამოკრეს რუსეთის იმ  მოქალაქეთა მიმართ, ვინც საზღვარგარეთ უძრავ ქონებას ფლობს და ფული იქაურ ბანკებში აქვს შენახული.  ეს დაკავება იმის ნიშანიცაა, რომ ,,ვიღაცას'' სურს მიიღოს პასუხი კითხვაზე – ვის დაუჭერენ მხარს რუსეთის უმდიდრესი ადამიანები მომავალ არჩევნებში – არსებულ ხელისუფლებას თუ ოპოზიციას და შესაბამისად მიგვანიშნებენ იმაზე, რომ, მიუხედავად დიპლომატიური სტატუსისა და შესაძლებლობისა, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება წაუყენონ პრეტენზიები ფარული პოლიტიკური ნიშნით. დროა, ჩვენი მოქალაქეები დაფიქრდნენ იმაზე, რამდენად უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს უცხო იურუსდიქციებში და რამდენად საიმედოდ არის დაცული იქ მათი კაპიტალი. '' აცხადებს იურისტი. 
 
51 წლის სულეიმან კერიმოვი 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოში დაღესტანს წარმოადგენს. 2017 წლის მონაცემებით იგი  21-ე ადგილს იკავებს რუსული Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში,  მის ქონებას ჟურნალი 6,3 მილიარდ დოლარად აფასებს. ქერიმოვების ოჯახს ეკუთვნის კომპანია „პოლიუსის“ აქციების 82,44%, ასევე მაჰაჩყალას საერთაშორისო აეროპორტი.
 

 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...