მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპანტებმა დნიპრო ე.წ. კამიკაძე დრონებით დაბომბეს

ოკუპანტებმა დნიპრო ე.წ. კამიკაძე დრონებით დაბომბეს

Published on

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ ოკუპანტები ღამით კამიკაძე დრონებით დნეპერს თავს დაესხნენ.

“ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ხუთი მოძრავი საბრძოლო მასალა. დნიპრში დრონებით დაბომბეს ლოჯისტიკური კომპანია. დაიჭრა მისი ოთხი თანამშრომელი. ყველა საავადმყოფოშია. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა”, – წერს რეზნიჩენკო ტელეგრამაში.

მისივე თქმით, დარტყმის შედეგად 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. „საწარმოს საწყობები განადგურდა“, წერს რეზნიჩენკო და არ აკონკრეტებს რა საწარმოზეა საუბარი.

გარდა ამისა, რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსულმა არმიამ ნიკოპოლის რაიონში მძიმე არტილერიიდან დარტყმა განახორციელა (იგი მდებარეობს დნეპრის ნაპირზე, რუსეთის არმიის მიერ დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოპირდაპირედ ). მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...