მთავარისიახლეებიგვარამიას საქმეში მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა ვერ დასტურდება - ლომჯარია

გვარამიას საქმეში მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა ვერ დასტურდება – ლომჯარია

Published on

ნიკა გვარამიას საქმეს სახალხო დამცველი ეხმაურება.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევა და უფლებების დაცვა არის ის საკითხები, რომლებზეც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სტატუსის მინიჭების პერიოდში და ნიკა გვარამიას საქმე იქნება საქართველოსთვის ხელისშემშლელი ფაქტორი ამ გზაზე.

ამასთან, ომბუდცმენი განმარტავს, რომ მისი აპარატი თვლის, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის საქმეში ვერანაირი კანონდარღვევა ვერ დასტურდება.

გვარამიას საქმე ჩემთვის არის განსაკუთრებული და განსაკუთრებულად მძიმე. ამ წუთებში, ჩვენ ვსწავლობთ გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას და უახლოეს დღეებში სახალხო დამცველს ექნება კიდევ ერთი შეფასება ამ საქმესთან დაკავშირებით. მედიის უფლებების დაცვა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც ყურადღებას მიაქცევენ სტატუსის მინიჭების საკითხში, იმიტომ რომ, დოკუმენტებში გვხდება ეს ჩანაწერები. რა თქმა უნდა, გვარამიას საქმეც ნამდვილად იქნება ხელისშემშლელი ამ გზაზე. ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც ნიკა გვარამიას საქმეში სახალხო დამცველს აქვს, არის ის, რომ ჩვენ საერთოდ ვთვლით, რომ მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა ვერ დასტურდება”. – ამბობს ლომჯარია.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...