მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშე - ჯომარდობის ფედერაციის წევრებმა Q-Net-ის ბილბორდის ჩამოხსნა მოითხოვეს

საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშე – ჯომარდობის ფედერაციის წევრებმა Q-Net-ის ბილბორდის ჩამოხსნა მოითხოვეს

Published on

მარკეტინგული კომპანია Q-Net-ის სარეკლამო ბილბორდი, სადაც საქართველო აფხაზეთის გარეშეა წარმოდგენილი, მოქალაქეთა პროტესტის მიზეზი გახდა. ყაზბეგის გამზირზე საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის წევრები შეიკრიბნენ და ფაქტი აქციით გააპროტესტეს.სპორტსმენები ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ და კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრას და სარეკლამო ბანერის ჩამოხსნას ითხოვდნენ.ყაზბეგის გამზირზე გვიან ღამით საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.„ჩვენთვის ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, ე.წ. რბილი ძალის გამოყენება, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების პროვოკაციულ განწყობებზე. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რაზეც აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება,“ – განაცხადა ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ.

სიახლეები

აღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია – ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი-შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და 28 კგ-მდე...

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 13 თებერვალს,...

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...