მთავარისიახლეებისაზოგადოება4 ქალაქის საკრებულოებში, 6 თვეში გამართულ სხდომებზე ჯამში 159 გაცდენა დაფიქსირდა

4 ქალაქის საკრებულოებში, 6 თვეში გამართულ სხდომებზე ჯამში 159 გაცდენა დაფიქსირდა

Published on

ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი” წერს, 2021 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც საკრებულოს ახალარჩეული წევრები საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მათ საკუთარი შრომითი ანაზღაურება გაიზარდეს. საკრებულოს ახალარჩეულმა დეპუტატებმა თავიანთი ხელფასები მინიმუმ 1500 ლარით გაზარდეს.

“ფლანგვის დეტექტორმა” 5 თვითმმართველ ქალაქში, 2022 წლის იანვარი-ივნისის თვეებში, საკრებულოს წევრების სხდომებზე დასწრების მაჩვენებელი შეისწავლა.

ირკვევა, რომ თბილისში, მოცემულ პერიოდში საკრებულოს 6 სხდომა გაიმართა. ჯამში გაცდენის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, ამასთანავე, საკრებულოს ინფორმაციით გაცდენა ყველა შემთხვევაში საპატიო იყო.

ქუთაისში იანვარი-ივნისის თვის განმავლობაში ჯამში 8 სხდომა ჩატარდა და სხდომების გაცდენის 66 შემთხვევა დაფიქსირდა.

“საკრებულოს წევრები არ ესწრებიან სხდომებს, თუმცა აქტიურად მოიხმარნენ საკრებულოს ავტომობილებს და საწვავს.

თბილისის საკრებულომ საწვავზე 186,178 ლარი, ხოლო ქუთაისის საკრებულომ 131,320 ლარი დახარჯა”, – წერს ფლანგვის დეტექტორი.

ორგანიზაციის ცნობით, გაცდენების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ძირითადად ოპოზიციურ პარტიებს აქვთ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...