მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთობაზე გვამუნათებენ ჯაფარიძე და ვაშაძე, რომლებმაც დაგვტოვეს მარტო, როდესაც ციხეში გვყავდა პარტიის...

ერთობაზე გვამუნათებენ ჯაფარიძე და ვაშაძე, რომლებმაც დაგვტოვეს მარტო, როდესაც ციხეში გვყავდა პარტიის თავმჯდომარე – წითლიძე

Published on

“ისეთი ადამიანები გვამუნათებენ ერთობაზე, რომლებმაც თავის დროზე ერთობა დაარღვიეს. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს. ჯაფარიძე ჯერ ისე წავიდა პარტიიდან, არც დაგვემშვიდობა და ნახვამდის არ უთქვამს იმ ადამიანებისთვის, ვინც ადგილზე ვიბრძოდით. ნუ ოქეი, წავიდა, წავიდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველაზე მეტი გააკეთა ერთობისთვის. ჩვენი ამომრჩეველი საერთოდ არ იყო აღფრთოვანებული ამ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და არც იმით, რომ ჩვენ თბილისის მაჟორიტარები მთლიანად დავუთმეთ ოპოზიციურ ერთობას.

დარწმუნებული ვარ, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარები რომ ყოფილიყვნენ, გამარჯვების ბევრად მეტი შანსი გვექნებოდა.

ახლა ერთობაზე გვამუნათებენ ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ერთობა და პარლამენტში შევიდნენ, დაგვტოვეს მარტო “ნაციონალური მოძრაობა” მაშინ, როდესაც ჩვენ ციხეში გვყავდა პარტიის თავმჯდომარე.

მერე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თამაშობდნენ, რომ თვითონ იყვნენ კონსტრუქციული ოპოზიცია და ჩვენ ვიყავით დესტრუქციული ოპოზიცია და ვიყავით ქუჩის ოპოზიცია. ამ ერთობის მთავარმა დამრღვევებმა წითელი ხაზი გადმოკვეთონ და გვეძახონ, თურმე ერთობა არ გვინდა, ამას ვერ დავეთანხმები ნამდვილად. თუ ერთობაში გულისხმობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სიით უნდათ სადმე გასვლა, მაშინ საერთოდ რას მიდიოდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”.
აცხადებს ენმ-ს დეპუტატი ანი წითლიძე.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...