მთავარისიახლეებისაზოგადოებასტალინის ნეშტი საქართველოს უნდა გადავცეთ, რათა ის სამშობლოში დაკრძალონ - რამზან კადიროვი

სტალინის ნეშტი საქართველოს უნდა გადავცეთ, რათა ის სამშობლოში დაკრძალონ – რამზან კადიროვი

Published on

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ლენინის დამარხვის, სტალინის ნეშტის საქართველოსთვის გადაცემისა და საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის ხსოვნის უკვდავყოფის ინიციატივით გამოდის.
 
ამის შესახებ კადიროვმა INTERFAX- თან ინტერვიუში განაცხადა.
 
„კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და სტალინის ნეშტი საქართველოს გადავცეთ, რათა ის სამშობლოში დაკრძალონ. საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, რომელსაც იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა. ამიტომ, ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ საქართველო მას დამარხავს და რუსეთის მილიონობით მოქალაქე კი შვებით ამოისუნთქავს, როდესაც გაიგებს, რომ სტალინის სულმა რუსეთის ტერიტორია დატოვა“, – თქვა კადიროვმა

 
რაც შეეხება ლენინს მისი თქმით, იგი მავზოლეუმში როგორც სახელმწიფო მოღვაწე მოათავსეს და არა როგორც პარტიული ბელადი. ამიტომ, როგორც სსრკ–ის ყოფილი ლიდერი, მიწას უნდა მიაბარონ და საფლავზე მისი ძეგლი  აღმართოარაერთხელ მითქვამს, რომ უნდა დაიმარხოს. თუმცა, მისი მავზოლეუმში ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არაა. მეკითხებიან და ჩემს აზრს გამოვთქვამ,“- განაცხადა კადიროვმა.
 
 

 

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...