მთავარისიახლეებისაზოგადოებაპური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 20.6%-ით გაძვირდა- საქსტატი

პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 20.6%-ით გაძვირდა- საქსტატი

Published on

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

პური და პურპროდუქტები 26.1%
რძე, ყველი და კვერცხი 22.1%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 21.9%
ყავა, ჩაი და კაკაო 20.6%
ზეთი და ცხიმი 18.3%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 16.9%
თევზეული 12.3%
ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.0%
ბოსტნეული და ბაღჩეული 3.5%
ხილი და ყურძენი 3.4%
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.6%-ით. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე 13.8 პროცენტი და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 13.2 პროცენტი;

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 27.0%
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 13.1%
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 5.7%

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...