მთავარისიახლეებისაზოგადოებაქირურგი ზესტაფონში დაჭრილ 23 წლის ბიჭს უტარებდა, რა დროსაც ინფარქტი მიიღო

ქირურგი ზესტაფონში დაჭრილ 23 წლის ბიჭს უტარებდა, რა დროსაც ინფარქტი მიიღო

Published on

ქირურგი, რომელმაც ზესტაფონში 23 წლის მოკლული ბიჭის გადარჩენა სცადა, ოპერაციის შემდეგ ინფარქტით გარდაიცვალა.

თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში Facebook გვერდმა “ყველაფერი მედიცინაზე” გაავრცელა.

ექიმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მთავარ არხს კლინიკაში დაუდასტურეს.

“ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე, ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად.

ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა, გვერდის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად ქართულ სამედიცინო საზოგადოებას.

ყოველთვის გვემახსოვრებ, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად”, – წერია გავრცელებულ პოსტში.

მკვლელობა ზესტაფონში, გუშინ, 31 ოქტომბერს მოხდა, მას წინ უძღოდა ორ პირს შორის დაპირისპირება. თანასოფლელმა ახალგაზრდა ბიჭი სანადირო თოფით დაჭრა, ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...