ამჟამად საქართველოში გავრცელებულ ვირუსებს ახასიათებთ სიცხე, ასევე ხველა და სურდო. ”რაც უფრო აცივდება, ვირუსები უფრო მომძლავრდება. დღეის მდგომარეობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, თუმცა გრიპის გარდა არსებობს კიდევ 200-მდე სხვადასხვა ვირუსი. ამჟამად ქვეყანაში ცირკულირებს ერთკვირიანი რინო ვირუსები. აღნიშნულ ვირუსებს ძირითადად სურდო ახასიათებს, ასევე ტემპერატურა და შეიძლება ახლდეს ხველაც. გარდა რინო ვირუსებისა კიდევ არის ადენო ვირუსები და კორონა ვირუსები. ჯერჯერობით არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი, თუმცა მის გამოჩენას ველოდებით”, – განაცხადა პაატა იმანძემ.დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი მოსახლეობას ურჩევს, ვირუსების თავიდან ასაცილებლად ხშირად დაიბანონ ხელები. დაინფიცირების შემთხვევაში კი მოერიდოს თვითმკურნალობას და მიმართოის ექიმს.”პირველი რჩევაა, რომ თუ მსგავსი სიმპტომები აღმოაჩნდება ვინმეს, არ წავიდეს სკოლაში, ბაღსა და სამსახურში, რათა სხვებს არ გადაედოთ. იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ ვირუსები, საჭიროა ხშირი ხელების დაბანა. დაბანის საშუალება თუ არ არის, არსებობს სპეციალური სველი ხელსაწმენდები. ასევე, უნდა დავიცვათ ეტიკეტი დახველების ან დაცემინების დროს და ვიხმაროთ ერთჯერადი ხელსახოცები, რომელსაც შემდეგ გადავაგდებთ.ეს ვირუსები საბედნიეროდ არ არის ისეთი, რომ მძიმე შედეგები გამოიწვიოს, თუმცა ყურადღება მაინც საჭიროა. თუ ბავშვს აქვს სიცხე 38,5 და მეტი ერთი თვის განმავლობაში აუცილებელია ნახოს ექიმმა, ხოლო თუ უფროსს აქვს 38,5 და მეტი სამი თვის განმავლობაში აუცილებელია ნახოს ექიმმა”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.მისივე თქმით, ანტიბიოტიკები არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებენ, შესაბამისად ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე არავინ უნდა მიიღოს.
ამჟამად ქვეყანაში ერთკვირიანი რინო ვირუსები ცირკულირებს- პაატა იმნაძე
სიახლეები
საზოგადოება
უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ
ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...
საზოგადოება
ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა
ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევა...
საზოგადოება
ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას...
საზოგადოება
დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, გააძლიერეთ ლოცვა – ილია მეორე
დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს...