მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დედამ ტკბილეული გამოგიგზავნა, მოდი, აიღეო..." - ბავშვის გატაცების მცდელობა მარნეულში

“დედამ ტკბილეული გამოგიგზავნა, მოდი, აიღეო…” – ბავშვის გატაცების მცდელობა მარნეულში

Published on

“მთავარი არხი” მარნეულში ბავშვის გატაცების მცდელობის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. 10 წლის სკოლის მოსწავლის ნათესავი “მთავარი არხის” ჟურნალისტთან ჰყვება, როგორ აპირებდნენ მოსწავლის გატაცებას, ხოლო პოლიცია, მისი თქმით, საქმეს გულგრილად ეკიდება. 

“სამშაბათს სოფელ წერეთელში ჩემი დისშვილის გატაცების მცდელობა იყო. ჩემმა დამ დღეს მითხრა, რომ ასეთი რამ მოხდა. ჩვენც ახლა მოვედით პოლიციაში, რომ ამ საქმეს მიეხედოს. პოლიცია კი გვეუბნება, რომ კერძო ობიექტების კამერების შემოწმების უფლება არ აქვთ. როგორ არ აქვთ უფლება, აქ ბავშვის მოტაცებას ცდილობდნენ. 10 წლის ბავშვი რომ მოეტაცებინათ, რა იქნებოდა? უპასუხისმგებლოდ რატომ იქცევა?

ფაქტი ასე მომხდარა –  ჩემი დისშვილი მარკეტში მივიდა რაღაცის საყიდლად, ამ დროს ერთი უცნობი პირი “ფორდის” მარკის ავტომობილით მიუახლოვდა და უთქვამს, დედაშენმა ტკბილეული გამოგიგზავნა, მოდი აიღეო. თან ქართულად ლაპარაკობდა ეს პირი. მაგრამ ბავშვს შეეშინდა და გაიქცა. ასეთი ამბავი პირველად არ ხდება. მასწავლებელმა გვითხრა, რომ ეს უკვე მესამე ფაქტია და თქვენ პირველები არ ხართო. გვინდა რომ პოლიციამ გამოიძიოს ეს საქმე  და არ მოიქცეს გულგრილად, – ამბობს ჰემზე რუსტამოვი “მთავარ არხთან”. 

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...