წმინდა დიდმოწამისა და საქართველოს მნათობის, კახეთის დედოფლის ქეთევანის წმინდა ნაწილები ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში 16 ნოემბერს ჩამობრძანდა,რომელსაც ზუგდიდის მთავარ მოედანზე მიეგება მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთდ. 16 დან 19 ნოემბრის ჩათვლით,სიწმინდე დაბრძანებული იყო ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში, სადაც ყოველდღე აღევლინებოდა საღმრთო ლიტურგია და პარაკლისი. 19 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, სიწმინდე წააბრძანეს ენგურის ხიდზე,სადაც მიტროპოლიტმა გერასიმემ სამღვდელოებასთან ერთად აღევლინა დოქოსოლოგია, აქედან დაილოცა მთელი საქართველო, ასევე ხიდზე გადამსვლელებს საშუალება მიეცათ შეხებოდნენ და პატივი მიეგოთ წმინდა ნაწილებისთვის. ენგურის ხიდიდან კი იგი გადასვენებულ იქნა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში, სადაც 20 ნოემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს ერთობლივ საღმრთო ლიტურგიას, რომლის შემდეგაც სიწმინდე გადაბრძანდება სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში. შეგახსენეთ, რომ დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში სექტემბერში ჩამოასვენეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სიწმინდე საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის.
ქეთევან დედოფლის წმ. ნაწილები ენგურის ხიდზე მიაბრძანეს
სიახლეები
სიახლეები
საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...
სიახლეები
“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა
ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...
სიახლეები
ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა
ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...
სიახლეები
საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე
მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...