მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის განცხადებებს "ბინძურ ბომბზე" სტოლტენბერგიც ცრუ ბრალდებებს უწოდებს

რუსეთის განცხადებებს “ბინძურ ბომბზე” სტოლტენბერგიც ცრუ ბრალდებებს უწოდებს

Published on

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგი “ბინძურ ბომბზე” რუსეთის განცხადებებს ცრუ ბრალდებებს უწოდებს. თემასთან დაკავშირებით ის აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა.

სტოლტენბერგი წერს, რომ NATO-ს მოკავშირეები რუსეთის ბრალდებებს უარყოფენ და რუსეთმა ეს ესკალაციის საბაბად არ უნდა გამოიყენოს.

“აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს რუსეთის ცრუ ბრალდების შესახებ ვესაუბრე, თითქოს უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება. NATO-ს მოკავშირეები უარყოფენ ამ ბრალდებას. რუსეთმა ეს არ უნდა გამოიყენოს ესკალაციის საბაბად. ჩვენ ურყევი ვრჩებით უკრაინის მხარდაჭერაში”, – წერს იენს სტოლტენბერგი.

23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს უკრაინელების მხრიდან “ბინძური ბომბის” გამოყენებაზე ესაუბრა.

შოიგუ ამტკიცებდა, რომ უკრაინა ომში “ბინძური ბომბის” გამოყენებით გეგმავს პროვოკაციას. შოიგუს ბრალდებებს აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უპასუხეს და მას “ცხადი სიცრუე” უწოდეს.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...