მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა

ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა

Published on

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს.

ჯონსონის თქმით, მას 102 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა, რაც პარტიის თავმჯდომარეობისთვის საკმარისზე მეტია.

“კარგი შანსია, რომ კონსერვატიული პარტიის წევრებთან ერთად არჩევნებში წარმატებას მივაღწიო და პარასკევს მართლაც დავბრუნდე დაუნინგ სტრიტზე. თუმცა, ბოლო დღეებში მივედი დასკვნამდე, რომ ეს ქმედება ჩემი მხრიდან უბრალოდ არასწორი იქნება – ეფექტურ მართვას ვერ შეძლებ, თუ პარლამენტში გაერთიანებული პარტია არ გეყოლება”, – თქვა ჯონსონმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა, შესაბამისად, ბრიტანეთში, წელს უკვე მეორედ, ახალ პრემიერმინისტრს აირჩევენ. ქვეყნის პრემიერმინისტრის ვინაობა მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...