მთავარისიახლეებისაზოგადოებადაკავებულია პირი, რომელმაც სოფელ ქვალონთან მოქალაქეს დანით მუქარით გასტაცა ავტომობილი

დაკავებულია პირი, რომელმაც სოფელ ქვალონთან მოქალაქეს დანით მუქარით გასტაცა ავტომობილი

Published on

შსს-ს ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად,  ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 19 წლის ახალგაზრდა  გ.ა. 
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ "ბრალდებულმა სენაკის რაიონის სოფელ ქვალონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს დანით მუქარით მისი კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".
 
ცხელ კვალზე ჩატარებული მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გ.ა. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
 
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

სიახლეები

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...

ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ...

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

დავაკავეთ კაცი, რომელმაც შშმ პირი გააუპატიურა და მოწყალებას აიძულებდა – შსს

შშმ პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 1987 წელს დაბადებული, წარსულში...