მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში შემოდის "როსნეფტის" პროდუქცია - ანტიკორუფციული

საქართველოში შემოდის “როსნეფტის” პროდუქცია – ანტიკორუფციული

Published on

ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, დავით იაკობაშვილი და უჩა მამაცაშვილი საქართველოს ტერიტორიას რუსული სანქცირებული ტვირთების ტრანზიტისთვის იყენებენ და ამის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულებაც არსებობს.

რაც შეეხება ივანიშვილის გარემოცვისთვის უკრაინის მხრიდან დაწესებულ სანქციებს, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ უკვე გაიზიარა, წინაპირობაა იმისა, რომ სანქციები დასავლეთისგანაც მოსალოდნელია.

“აი ამ ადამიანების დახმარებით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი იქცა შავ ხვრელად და გასაღების ბაზრად, რუსული სანქცირებული პროდუქციისთვის. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, რომელიც არის საჯარო, რომლითაც დადასტურდა, რომ საქართველოში შემოდის რუსული სანქცირებული სახელმწიფო კომპანიის, “როსნეფტის” პროდუქცია და ბატონი დავით იაკობაშვილი, რომელიც არის “პეტროკასის” მფლობელი, რომელიც დღეს უკვე არის უკრაინა მხრიდან სანქცირებული, მათ შორის სანქცირებულია, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები” – ამბობს ლაშა ფარულავა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმა და დეიდაშვილი დასანქცირებულები არიან. უკრაინის ხელისუფლებამ ალექსანდრე ივანიშვილსა და უჩა მამაცაშვილს გაუყინა ყველა აქტივი უკრაინის ტერიტორიაზე, შეუზღუდა ფინანსებზე წვდომა, აუკრძალა კომერცია და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობა უკრაინის გავლით. სანქციები შეეხება ალექსანდრე ივანიშვილის მეუღლესაც და უჩა მამაცაშვილს შვილს, ტატესაც.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...