მთავარისიახლეებისამართალი"სკოლის მოსწავლეებს სასქესო ორგანოზე ხელის შეხებას სთხოვდა..." - შსს-მ ქუთაისში ორი პირი...

“სკოლის მოსწავლეებს სასქესო ორგანოზე ხელის შეხებას სთხოვდა…” – შსს-მ ქუთაისში ორი პირი დააკავა

Published on

შსს-მ გაასაჯაროვა ქუთაისში, სკოლის მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დაკავებული ორი კაცის მოქმედების დეტალები: 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. – არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული, გ.რ. – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა.

სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით,” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...