მთავარისიახლეებიპოლიტიკამარტვილის ოლქში ჩასატარებელი პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის 32,050 ბიულეტენი დაიბეჭდება.

მარტვილის ოლქში ჩასატარებელი პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის 32,050 ბიულეტენი დაიბეჭდება.

Published on

მარტვილის  საარჩევნო ოლქში 31 ოქტომბერს დაგეგმილი  პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის – 32,050 ბიულეტენი დაიბეჭდება, საგარეჯოს ოლქისთვის 43, 400 ბიულეტენი. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი, რომელიც  იმავე დღეს გაიმართება  დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, 4950 ბიულეტენი.
ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დღეს დაიწყო. . ბეჭდვის პროცესს ცესკო-ს წევრები გიორგი ჭიქაბერიძე და ზურაბ ხრიკაძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვლადიმერ ბოჟაძე (სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიის განვითარების ცენტრი) და მარიამ კვარაცხელია (საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო") აკვირდებიან. 

 

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...