მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის კანდიდატებზე შეთანხმდა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის კანდიდატებზე შეთანხმდა

Published on

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუ ვის დაუჭერენ მხარს სახალხო დამცველის კანდიდატად. ენმ-მ, ლელო-მ, სტრატეგია აღმაშენებელმა და ცალკეულმა დეპუტატებმა 3 კანდიდატი – გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა აბაშიძე შეარჩიეს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ახლა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა დაასახელონ დანარჩენი კანდიდატები.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ოპოზიციას მცდელობა აქვს პარტიული ნიშნით გაიყვანოს სასურველი კანდიდატი.

“რისკები არის ძალიან სერიოზული, რისკები არის დაკავშირებული მათ შორის იმასთან, რომ ნაცმოძრაობას არ აქვს სუბიექტური ინტერესი მხარი დაუჭიროს რომელიმე კანდიდატს, მთლიანად დღეს სახალხო დამცველის ოფისი არის დაკომპლექტებული ნაცმოძრაობის მხარდამჭერებით. აქედან გამომდინარე, თუ ვერ აირჩევა ახალი ომბუდსმენი, მათ ისედაც რჩებათ სრული კონტროლი ამ ოფისზე”, – თქვა კობახიძემ.

პროცედურის მიხედვით, კომისიის მიერ შეფასებული კანდიდატებიდან ოპოზიციის, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების, უფრაქციო დეპუტატების 7-კაციან ჯგუფს შეეძლება, 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელოს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომელიც არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...