მთავარისიახლეებისაზოგადოებარაზე ფიქრობს ლედი სანდრა...

რაზე ფიქრობს ლედი სანდრა…

Published on

არსად ისე არ იკითხება ადამიანის ფიქრები, როგორც სოციალურ ქსელში განთავსებულ სპონტანურ ჩანაწერებში, რომლებიც  პირდაპირ მისდევს მის  ,,დაურედაქტირებელ'' ფიქრებსა და განწყობებს და სწორედ ამიტომ წარმოადგენს ფაქტობრივად ,,ფიქრებს ხმამაღლა''. 

ლედი სანდრა რულოვსის გუშინდელი მცირე ჩანაწერი მის ფეისბუქგვერდზეარანაკლებს  ამბობს, ვიდრე ბევრი დიდი მასშტაბის პერსონების მონათხრობზე აგებული  ბიოგრაფიული წიგნები, რომელთაც, როგორც წესი,   უნიჭიერესი მწერლები წერენ –  იმიტომ, რომ გულწრფელია. იმიტომ, რომ მისი  სევდის  მიზეზი  მხოლოდ პიროვნული არ არის, იმიტომ, რომ  გულგატეხილი არ არის იმით, რაც ჩვენ თვითონ არ მოგვწონს საკუთარ თავსა და ქვეყანაში, რომელიც მიიღო ისეთი, როგორიც არის …   

აი, ეს ჩანაწერიც:

,,როცა facebook-ში შევდივარ, მეკითხება ხოლმე: “What’s on your mind, Sandra?” (რაზე ფიქრონ სანდრა?)

ბევრ რამეზე ვფიქრობ დღეს -ჩვენი ქორწინების დღის 24 წლისთავი- ოღონდ არა ამ დღის აღნიშვნაზე…. სამწუხაროდ, ჩემი ფიქრები სევდიანია:
 
…ვფიქრობ დედაჩემზე, რომელიც წავიყვანეთ ალცგეიმერით დავადებულთა დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა გაუარესდა ვეღარც დადის და ვერც გველაპარაკება,.. 
 
…ვფიქრობ მიშაზე, ვინც ეხლა სულ მარტოა დარჩენილი კიევში, ერთგული ქართველი დაცვის წევრების და ოპერატორის გარეშე რადგან ყველა გაურკვეველ ვითარებაში იქნა დაკავებული და დეპორტირებული…
 
… და ვფიქრობ ჩვენს საყვარელ 90 წლის ბებიაზე მზია წერეთელზე, რომელიც მამაცურად ებრძოდა ხანმოკლე, მაგრამ ფატალურ დაავადებას და რომლის დაკრძალვაზე ხვალ მიშას არც კი შეუძლია ჩამოსვლა..
 
მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, ჩვენი ოჯახი სამართლიან ბრძოლას აგრძელებს და აუცილებლად გადავლახავთ დღევანდელ სირთულეებს!'' – წერს სანდრა რულოვსი
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...

ირლანდიამ 52 ქართველი მიგრანტი დაადეპორტა

ირლანდიამ ოფიციალურად დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია. ქვეყნის პოლიციის, An Garda Síochána-ს, ინფორმაციით, სამშობლოში ჩარტერული...

დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდება EU-ს ანგარიში უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ-ჰერჩინსკი

ამ საკითხის განხილვა მოხდება უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმის საფუძველზე, ვფიქრობთ ამ მექანიზმზე შეთანხმება...