მთავარისიახლეებისაზოგადოებამაქვს კონკრეტული ინფორმაცია მტკიცებულებებით ვის შეიძლება დაეწვა ხარჩილავას მანქანა - წითლიძე

მაქვს კონკრეტული ინფორმაცია მტკიცებულებებით ვის შეიძლება დაეწვა ხარჩილავას მანქანა – წითლიძე

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანი წითლიძე აცხადებს, რომ აქვს კონკრეტული ინფორმაცია მტკიცებულებებით, თუ ვის შეიძლება დაეწვა გია ხარჩილავას მანქანა გასულ კვირას, წალენჯიხაში. ის ითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარონ.

“მინდა აქედან მივმართო შს მინისტრს, რომელზეც განსაკუთრებული წარმოდგენა მე ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ, როგორც შს მინისტრი, ის ვალდებულია დამიბაროს დაკითხვაზე, რადგან მე ვაცხადებ, რომ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტული მტკიცებულებებით, ვინ შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვინც სცადეს ხარჩილავას დაშინება და დაწვეს მისი ავტომობილი მის საკუთარ სახლთან”, – თქვა ანი წითლიძემ.

მისი განცხადებით, უმრავლესობას წესით უნდა აინტერესებდეს რა მოხდა წალენჯიხაში, რადგან მერისთვის მანქანის დაწვა ნიშნავს, რომ არ არსებობს ევროპული კურსი და ოპონენტებს რუსული მეთოდებით უსწორდებიან.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...