მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთში, ქალაქ ეისკში SU-34-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

რუსეთში, ქალაქ ეისკში SU-34-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

Published on

რუსეთის ქალაქ ეისკში, სუ-34-ის ჩამოვარდნისა და საცხოვრებელ კორპუსზე დაცემის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, 19 დაშავდა.

კრასნოდარის მხარეში რუსული სუ-34 ჩამოვარდა და საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. რუსეთის ქალაქი ეისკი ტაგანროგის ყურის მარიუპოლის საპირისპირო მხარეს მდებარე ქალაქია, აეროდრომი აქვს და ხშირად დაფრინავენ იქედან უკრაინისკენ საბრძოლო მოიერიშეები და გამანადფგურებლები.

ჩამოვარდნილი SU-34 თავიდან ყველას უკრაინისკენ მიმავალი ეგონა, მაგრამ სავარაუდოდ, ასე არ არის და ეს უფრო სასწავლო ფრენა იყო. როგორც ჩანს, იმ აფეთქებებიდან გამომდინარე, რაც მოხდა, თვითმფრინავზე დიდი მუხტის მქონე ბომბი არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგ სახლისგან არაფერი დარჩებოდა.

თუმცა, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის პრობლემების შესაქმნელად ეს საკმარისი აღმოჩნდა: საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც დაეცა, ხანძარი გაჩნდა, მათ შორის, სადარბაზოებიც იწვოდა, იქ მცხოვრები ადამიანები გარეთ გასვლას ვერ ახერხებდნენ, ზოგი გადმოხტა, ზოგმა ალი ჩაყლაპა, ზოგი კვამლით გაიგუდა – წუხელ 6 ადამიანის დაღუპვაზე იყო ცნობა, დილისთვის კი ეს მონაცემები გაიზარდა და ირკვევა, რომ სულ 13 ადამიანი დაიღუპა, რუსი პილოტები კი კატაპულტირებით გადარჩნენ.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...