მთავარისიახლეებისაზოგადოება"ფაროსანასთან ბრძოლა ზამთარში ვერ განხორციელდება, რადგან ეს არის მიძინებული პერიოდი და ფიზიკურად...

“ფაროსანასთან ბრძოლა ზამთარში ვერ განხორციელდება, რადგან ეს არის მიძინებული პერიოდი და ფიზიკურად მისი მიკვლევა შეუძლებელია” – დეკემბერში უცხოელი და ქართველი მეცნიერები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმაზე იმსჯელებენ

Published on

დეკემბერში საქართველოში ევროპელი, ამერიკელი და აზიელი მეცნიერების მონაწილეობით შეკრება გაიმართება, სადაც 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საბოლოო გეგმაზე შეჯერდებიან, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფაროსანასთან ბრძოლა ვერ ხორციელდება, ვინაიდან მიძინებულია და ფიზიკურად მისი პოვნა რთულია.
 
"ფაროსანასთან ბრძოლა ზამთარში ვერ განხორციელდება, რადგან ეს არის მიძინებული პერიოდი და ფიზიკურად მისი მიკვლევა შეუძლებელია. სამინისტრო ფიტოსანიტარული სამსახურის გაძლიერების მიზნით მუშაობს ისე, რომ მომავალი სეზონისთვის უფრო დიდი შესაძლებლობებით დავხვდეთ. შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენთან არიან დონორებიც და ამაზე მუშაობა მიდის ყოველდღიურად.
 
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც გავაძლიერებთ აუცილებლად, ეს არის ზოგადად სამეცნიერო მიმართულება, მათ შორის ბიოლოგიური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობის განხილვა და ამ მხრივ ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა არის პირველი ამოცანა სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, 2016 და 2017 წელს ჩვენთან ერთად ჩართული იყვნენ გეგმის შემუშავებაში უცხოელი წამყვანი ექსპერტები და რეგულარულად გვაქვს მათთან მუშაობა ახლაც.
 
დაახლოებით დეკემბრის პირველ კვირაში ჩვენ გვექნება დიდი შეკრება, სადაც ევროპელი, ამერიკელი მეცნიერები და აზიელი მეცნიერები ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას და საბოლოოდ 2018 წლის გეგმის დასრულებაზე ვიმსჯელებთ, რათა ბოლო დეტალები შეჯერდეს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან", – განაცხადა მინისტრმა.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...