მთავარისიახლეებისაზოგადოებავაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზეა

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზეა

Published on

“ნიუ ჰოსპიტალის” ექიმი ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ 13 წლის ბიჭზე ამბობს, რომ მედიკამენტური ძილის მდგომარეობაშია. ბავშვი ამ დრომდე რჩება მართვით სუნთქვაზე.

“ჯერჯერობით გრძელდება, იმყოფება ისევ მართვით სუნთქვაზე, მედიკამენტური ძილის მდგომარეობაში, აღინიშნა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ჩაუტარდა კვლევები, კვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინის ამ ეტაპზე არ აღინიშნება. ის, რომ პირველი თითქოს 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესდა, ეს მნიშვნელოვანია”, – ამბობს ბავშვთა რეანიმატოლოგი, გიორგი კვიცინაძე.

კიდევ ერთი მოზარდის მდგომარეობა, რომელი იაშვილის კლინიკაში რჩება, სტაბილურია. ბავშვი კონტაქტურია და სავარაუდდო, რამდენიმე დღეში გაწერენ.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ორი ბავშვი, რომლებიც კლინიკაში რჩებიან. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...