მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე", - პრემიერი მერაბ კოსტავაზე

“ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე”, – პრემიერი მერაბ კოსტავაზე

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით წერს, რომ საქართველომ მისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი დაკარგა.

“დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.

1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის – ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.

ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.

მერაბ კოსტავას უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში,” – წერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს 33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა სპეცსამსახურებმა, სოფელ ბორითთან, ავტოავარიის ლეგენდის საფარქვეშ, მერაბ კოსტავა მოკლეს.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...