მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვაშინგტონში საქართველოსგან ნაკლები თანამშრომლობის სურვილს ხედავენ"- ლო,ჯარია

“ვაშინგტონში საქართველოსგან ნაკლები თანამშრომლობის სურვილს ხედავენ”- ლო,ჯარია

Published on

“ვაშინგტონში საქართველოსგან ნაკლები თანამშრომლობის სურვილს ხედავენ” – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამერიკაში საქართველოს მიმართ ერთგვარი იმედგაცრუება იგრძნობა.

“ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია ხალხთა შორის ურთიერთობაზე. მაგრამ, ამ ურთიერთობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ აქ იგრძნობა, რომ [საქართველოს მთავრობის] მხრიდან არის ნაკლები თანამშრომლობის სურვილი. [ხედავენ, რომ ] არის თავდასხმები ამერიკის ელჩზე, ასევე [ხედავენ] პროპაგანდას, რომელიც აღვივებს იმ რწმენებს საქართველოში, რომ თითქოს ამერიკას სურს ომი საქართველოში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს განწყობები ახდენს გავლენას და უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეულწილად მოახდინა კიდეც გავლენა ჩვენს ურთიერთობებზე. ასე თუ გაგრძელდა ამას ექნება სერიოზული შედეგები”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...